
How we can become so rich?
როგორც ყველა, მეც შემაწუხა ამაზე ფიქრმა....
თვის ბოლოს ფული რომ შემოგაკლდება ადამიანს. რა აზრი აღარ მოგივა თავში...
მდიდარი რომ გახდე, ან მარკ ცუკერბერგზე ჭკვიანი პროგრამისტი უნდა იყო, რომ facebook-ზე უკეთესი სოციალური ქსელი შექმნა, ან ჯეიმს კამერონზე ნიჭიერი რეჟისორი უნდა იყო, რომ "ავატარის" რეკორდი - 1,14მილიარდი გააუმჯობესო, ან ანჯელინა ჯოლის შვილობილებზე იღბლიანი....
ან...
მოკლედ, ოცნებას თავი დავანებოთ...
პირველ რიგში სამსახური ასაჭირო, რაც ჩვენს ქვეყანაში ესოდენ ჭირს. არადა, პარადოქსია პირდაპირ, რომ მეტროს ყველა სადგურში, ქუჩის ყველა კუთხეში სამსახურს გთავაზობენ და პატარ-პატარა "ვიზიტკებს" გიკუჭავენ ხელში...
საკმარისია!თუმცა, მოიცა...
საკმაოდ მიმზიდველი შემოთავაზებებია...სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის ფურცლებზე ვკითხულობთ ერთსადაიმავე ტექსტს: "გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე...", "ვაკანტური ადგილი მენეჯერის თანამდებობაზე..." და ა.შ.
მართალია ახლა უბრალო გამყიდველსაც კი მენეჯერის იარლიყი მიარტყეს, მაგრამ რა ვქნათ, ბატონო, "არამენეჯერებმა" და "არამართვის სპეციალისტებმა"?
აააა... ვკითხულობთ: "საქმის ადგილზე შესწავლითო"...
მოკლედ, პროცედურები მარტივია: რეკავ,აწერინებ მონაცემებს (ზოგი ვიზუალურსაც მოითხოვს
), 1კვირაში გირეკავენ, რომ "გახვედი" მე-2 ტურში (ოღონდ არ იცი რომელი მონაცემით). მიდიხარ ამაყი, გამარჯვებული სახით, ისევე როგორც ის 500სხვა, რომლებმაც დარეკეს...
რატომღაც "არაჩვეულებრივ პაკალენიაში" მოხვდი, სადაც ყველა კარგები ხართ, ამიტომ ყველა იხდით 2კვირიანი ტრეინინგის 30ლარს...
დადიხარ ტრეინინგებზე დაიმედებული, შენ ხომ საუკეთესო ხარ, როგორც ის 499?
2 კვირის შემდეგ:
შენ გაქვს 2-ით მეტი წიგნი წაკითხული (მდიდარი მამა, ღარიბი მამა... 1-ლი და მე-2 ნაწილი, სამწუხაროდ ავტორი აღარ მახსოვს... ), იცნობ 499 კაციც მეტს, გაქვს 10 არა სალექციო ჟურნალში (სტუდენტებისათვის ხომ შეთავსებითაა...) და 30 ლარით ნაკლები ჯიბეში...
P.S. მილიონერობას ვინ ჩივის და სამსახურის შოვნაზეც არ ღირებულა ოცნება.... ისევ ჯობია იქ, ზევით ვეძებოთ ვინმე და ამასობაში ჩვენი ოჯახის გარღვეული ბიუჯეტის შესაბამისად დავიკმაყოფილოთ მოთხოვნები...
და რა იცი, 30ლარიანი ცოდნა სად დაგჭირდეს კაცს....