დღეს იიისეთი სასიამოვნო თავგადასავალი მქონდააა.
რუსთაველის გამზირზე სრულიად შემთხვევით მოვხვდი. პირველ სკოლასთან გაჩერებაზე მდგარს მუსიკის ხმა შემომესმა, ჰოდა, როგორც ”დიდი მელომანი” გავყევი მუსიკის ჰანგებს. მოკლედ ერთგან დიიიდი თავყრილობა დავინახე და მივხვდი, რომ მოვედი
გავარღვიე ”კოლონა” და დავინახე ორო ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი თოჯინებს მინიატურულ როიალსა და ვიოლონოზე ”აკვრევინებენ”...
იმდენი ხალხი იყო მოგროვილი, ოპოზიციას შეშურდებოდა
ეჭვი მაქვს, ”აქციების სეზონზე” შეამჩნევს ვინმე და საქმეს გამოუჩენს ამ ბიჭებს...
ვყრიდი და ვყრიდი ხურდას (თურმე)
მათ სკივრში, რომელიც ნასიამოვნები მსმენელის ”გულუხვობაზე” მიუთითებდა...აზრზე მაშინ მოვედი ჯიბიდან უკანასკნელ 40თეთრს რომ ვიღებდი
ვისღა ახსოვდა ჯიბის ფული, ასე ჯიბეგამოფხეკილი წამოვედი შინ.მივხვდი, რომ ჩემი სტუდენტური ბარათი ჩემი სიმდიდრეა
კიდევ იმას მივხვდი, რომ ჯიბეში ბევრი ფული არ უნდა მქონდეს.წამოვედი... რათქმა უნდა მათი ”დაშლა, არ მოშლის შემდეგ”
ავტობუსში სხვა რაზე უნდა მეფიქრა, თუ არა იმაზე, როგორ ”გამომეცხო” პოსტი, ამეკვიატნენ იდეები და აღარ მომასვენეს, ჰოდა ფეხი არ მქონდა შემოდგმული სახლში, რომ უკვე ჩემს ლეპტოპთან ვიჯექი ... ჰოდა, მგონი ეს ჩემი ყველაზე ოპარატიული პოსტია
ფრიად ნასიამოვნები გახლავართ. უყურეთ და დატკბით, თუმცა ლაივში უკეთესი იყო ნამდვილად
სულ ახლახანს გავარკვიე, რომ ეს ბიჭები მარიონეტების თეატრის მსახიობები არიან, ეს თოჯინებიც და ინსრუმენტებიც სულ თავისი ხელით გაუკეთებიათ... აფხაზეთიდან დევნილი ამ 3ძმის ამბავს კარგად გამოვიკითხავ და განვაგრძობ პოსტების ციკლს